ელიზბარ ჯაველიძე: "ნაციონალებს" ადგილს ჩვენ მივუჩენთ!

ელიზბარ ჯაველიძე: "ნაციონალებს" ადგილს ჩვენ მივუჩენთ!

ხელისუფლებამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა უნდა უზრუნველყოს და წინა ხელისუფლების დროს მომხდარი მკვლელობები უნდა გამოიძიოს, ამის შესახებ "სახალხო კრების წევრმა, ელიზბარ ჯაველიძემ "კვირის ქრონიკასთან ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებისას ისაუბრა.


"ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო, მაგრამ ეს მარგველაშვილი რომ გამობრძანდა აქ და ამბობს, უდიდესი პატრიოტი იყოო, ვის დასტირის, ვის? შარაძე რომ მოკლეს, ხმა ამოიღო? გედევან ფოფხაძე რომ ამბობს, ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალი ყოფილი ხელისუფლების მაღალ პირებამდე მიდისო და ეს არეულობის მოწყობის მიზნით გააკეთესო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მკვლელობები კიდევ იქნება, ამით არ დასრულებულა.

სააკაშვილი იყო სისხლისმსმელი, რაც ამ ბნელებმა მოუტანეს ქვეყანას, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს! ნაციონალებს ეს ხელისუფლება თუ ვერ მიხედავს, ჩვენ მივხედავთ, როცა ქართველ კაცს გაუჭირდებოდა, თოხს დებდა და თოფს იღებდა! ასე ავიღებთ თოფებს, ხმლებს, კალმებს ხელში და ჩვენ მივუჩენთ სისხლისმსმელ "ნაციონალებს" ადგილს!"- განაცხადა ჯაველიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: