აქციის მონაწილეებმა მერიაში შეჭრა სცადეს-რა ხდება თბილისის მერიასთან?

აქციის მონაწილეებმა მერიაში შეჭრა სცადეს-რა ხდება თბილისის მერიასთან?

ამ წუთებში ხმაურია თბილისის მერიასთან. შენობასთან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები არიან მობილიზებული. მათი გამოძახება მუნიციპალიტეტის შენობასთან მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა ძალით სცადეს. 

თბილისის მერიაში არც აქციის მონაწილეებს და არც მოქალაქეებს არ უშვებენ. თუმცა, რა გახდა მერიის დაცვის სამსახურის ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, უცნობია. 

აქციას თბილისის მერიასთან ე.წ "ატსტუპნიკები" მართავენ. მათი განცხადებით, ისინი დღეს თბილისის მერთან დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდნენ. თუმცა მათ დავით ნარმანია არ შეხვდა. 

აქციის მონაწილეებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების ნორმალურ ვითარებაში გადაღების საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ. 

შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა აქციის ერთი მონაწილე. მას გული წაუვიდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: