მიხეილ მაჭავარიანი:პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ონისე გერგედავა დააკავა

მიხეილ მაჭავარიანი:პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ონისე გერგედავა დააკავა

"საქართველო-რუსეთის თამაშზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დასაფიქსირებლად მისული ონისე გერგედავა კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა", აღნიშნულის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

 "რაგბზე მისული იყო გულშემატკივრების ჯგუფი, რომელთაც უნდოდათ დაეფიქსირებინათ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია და 17:00 საათიდან ერთ-ერთი ადამიანის ონისე გერგედავას გზა-კვალი არ ვიცით. ეს ადამიანი გატაცებულია. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბესელია", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთნ, როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ბესელია ახალი ხელისუფლების პირობებში დააწინაურეს. იგი იყო სამეგრელოს პოლიციის უფროსი.

"ახლა, როგორც ჩანს, ამ კაცს პოლიტიკური პოლიციის როლი ჩააბარეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: