რატომ სწავლობს პროკურატურა რომან გოცირიძის საქმეს?

რატომ სწავლობს პროკურატურა რომან გოცირიძის საქმეს?

"ქურდს კუდი ეწვისო," - ასე პასუხობს მრეწველების ლიდერი, ზურაბ ტყელამალაძე, "კურიერთან" რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

გოცირიძემ ტყემალაძე 16 მილიონი ლარის მითვისებასა და "ინტელექტბანკის" გაკოტრებაში დაადანაშაულა. ტყემალაძე კი საპასუხო ბრალდებებით გამოდის.

 

"დაწყნარდეს, სამართლიანობის აღდგენის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი მუშაობს და, თუ არაფერში დამნაშავე არ არის ბატონი რომანი, არავინ არაფერს არ დაუშავებს. ეს მარტო ამ ბანკზე არ არის საუბარი. იქ სხვა ბანკებზეც იყო საუბარი, მათ შორის "სახალხო ბაკზეც". კარგად მახსოვს, როგორ ებრძოდით წინამორბედს, რომ დაგეკავებინათ მისი ადგილი. როცა 7 წლით აგირჩიეს ამ თანამდებობაზე, 2 წელიწადში გამოგაპანღურეს იქიდან. თუმცა რატომ, მე არ ვიცი. ალბათ რაღაც ცოდვები გქონდათ და იმიტომ," - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე და დასძენს, რომ პროკურატურა რომან გოცირიძის წარსულ საქმინობას სწავლობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: