"მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში" ზუგდიდის საკრებულოს წევრები შეიჭრნენ

"მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში" ზუგდიდის საკრებულოს წევრები შეიჭრნენ

ხმაურია ზუგდიდში, "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში." არსებული ინფორმაციით ანი ნადარეიშვილის ოფისში 50-მდე ადამიანი, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები შეიჭრნენ. 

 

დამსხვრეულია მინები და ნაცემი არიან ცენტრის თანამშრომლები. ადგილზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივიდა საპატრულო პოლიციაც. 

 

ბაჩო ახალაიას მეუღლე "რუსთავი 2-თან" საუბრისას აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებდნენ და მისგან ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მიჰყავდა მოქალაქეები დაგეგმილ აქციაზე. 

 

"განწირული ხმით ვყვიროდი, ვითხოვდი დახმარებას, რომ არცერთ მხარეს არ დაშავებულიყვნენ ახალგაზრდები. საპატრულო პოლიცია ცოტა მოშორებით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მისცეს საშუალება აქციის მონაწილეებს შემოვარდნილიყვნენ ოფისში და გაეკეთებინათ ის რაც სურდათ. დამსხვრეულია შუშები ნაცემი არიან ჩემი თანამშრომლები,"- აცხადებს ანი ნადარეიშვილი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: