გიორგი თევზაძე: "ხელისუფლება ვალდებულია ძალადობის ფაქტები აღკვეთოს"

გიორგი თევზაძე: "ხელისუფლება ვალდებულია ძალადობის ფაქტები აღკვეთოს"

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი ფორმით ძალადობის გამოვლინება დასაგმობია.

" ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების პოზიტიური ვალდებულებაა თავის მხრივ გაატარონ ყველა სამართლებრივი ღონისძიება რათა აღიკვეთოს ძალადობის გამოვლინების ნებისმიერი ფაქტები ამასთანავე სრულად და ობიექტურად შეისწავლონ მედიით გავრცელებული ფაქტები, იმსჯელონ იმ ადამიანთა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რადგან ქვეყანაში კვლავინდებურად ნებით თუ უნებლიედ ფეხი აღარ მოიკიდოს დაუსჯელობის სინდრომა, და თავიდან იქნას აცილებული შესაძლო უმართავი პროცესები, რაც უდაოდ დადებით შედეგს არ მოუტანს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას რაც პირველყოვლისა მომქმედი ხელისუფლების ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომაც მხარეთა შორის ნებისმიერი უთანხმოების საკითხის გადაწყვეტა უნდა ჯდებოდეს მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში და ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმით ძალადობის გამოვლინება დასაგმობია"-აცხადებს გიორგი თევზაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: