პეტრე მამრაძე:ვაფრთხილებ ხელისუფლებას, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას არ წამოეგონ!

პეტრე მამრაძე:ვაფრთხილებ ხელისუფლებას,  "ნაციონალური მოძრაობის"  პროვოკაციას არ წამოეგონ!

"მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ განაცხადა, რომ  "ნაციონალურ მოძრაობას" სურს ქვების სროლითა და ხელკეტების ტრიალით დაბრუნდეს, ამის შესახებ მამრაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

 მამრაძის განმარტებით, 21 მარტის აქციისთვის "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოების მხარდაჭერის განსაზღვრა სურს.

"ვაფრთხილებ ხელისუფლებას, არ წამოეგონ პროვოკაციას. ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები. მათი ლოზუნგი ძალაუფლების დაკარგვის დღიდან არის - "რაც უარესი, მით უკეთესი". იმდენი მოახერხეს, მავთულხლართების გაბმა, რისი 90 % მათ დროს გაიბა, დააბრალეს ხელისუფლებას... 21 მარტი "ნაციონალების" მიერ მათი ძალთა მოსინჯვაა. თუ ძალადობის გარეშე ჩაიარა, ეს აქცია მორიგი უღიმღამო ფაქტი იქნება და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ "ოცნებისგან" გაწბილებული  ხალხი მხარს არ უჭერს "ნაციონალებს", - განაცხადა მამრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: