Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
17-03-2015, 14:57
ნანახია: 764

ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირის პოზიტიური შეფასების შემთხვევაში საქართველომ ვიზების შემდგომი ლიბერალიზაცია უნდა მიიღოს

ევროკომისრის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ყველანი თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქვეყნის დამსახურების მიხედვით. ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში განაცხადა.


"ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ქვეყნის დამსახურების მიხედვით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაფუძნებული უნდა იყოს ევროკომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე. შეფასება კომისიამ რიგის სამიტამდე უნდა წარმოადგინოს. ვადასტურებ, რაც განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და რაც ითქვა ერთი კვირის წინ რიგაში. დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ იქნება ევროკავშირის პოზიტიური შეფასება, მაშინ საქართველომ უნდა მიიღოს ვიზების შემდგომი ლიბერალიზაცია", -განაცხადა ევროკომისარმა.