პაატა ზაქარეიშვილი: ე.წ. ხელშეკრულება არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა ხელი მოაწერეს!

პაატა ზაქარეიშვილი: ე.წ. ხელშეკრულება არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა ხელი მოაწერეს!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის  განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არაფერია. 

"ზოგადად არსებობს სამი ვარიანტი: პირველი - ვინმემ ცნოს ეს დოკუმენტი და ამას აკეთებს მხოლოდ რუსეთი და თავად ოსური მხარე, მეორე - შეიქმნა სიტუაცია, თითქოს არაფერი ხდება, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს და მესამე - ეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეფასდეს როგორც უკანონო დოკუმენტი, რომელსაც არავითარი ძალა არ გააჩნია. სწორედ ამ ბერკეტს მივმართვთ ჩვენ, რადგან ესაა სერიოზული ბერკეტი, რადგან აღნიშნულით ხდება ამ დოკუმენტის გაბითურება. მთელი მსოფლიო ცალსახად და მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არაფერი არაა, არ ცნობენ მას, ეს არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა ხელი მოაწერეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: