საიდუმლო შეხვედრა კიევში-რაზე შეთანხმდნენ მარგველაშვილი და სააკაშვილი?

საიდუმლო შეხვედრა კიევში-რაზე შეთანხმდნენ მარგველაშვილი და სააკაშვილი?

სოციალურ ქსელში, მომხმარებელი ერთ-ერთ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვეყნებს. ავტორის მტკიცებით,  კიევში, საქართველოს პრეზიდენტის და ექსპრეზიდენტის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელისუფლების შეცვლის გეგმები განიხილეს.

 

"უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან დაახლოებული პირი, იუწყება რომ

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ამჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს, კიევში კონფიდენციალური შეხვედრა გაიმართა.

სააკაშვილმა მარგველაშვილს საქართველოს მთავრობის გადასაყენებლად მხარდაჭერა თხოვა.

"გადავაგდოთ ყმაწვილი ღარიბაშვილი და გავანადგუროთ რუსეთის ვაჭრუკანა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი."

სააკაშვილმა უთხრა, რომ მარტის ბოლოს მთავრობის გადაყენების მოთხოვნით მასობრივი აქციები გაიმართება.

"მე შევკრიბავ 50000 ადამიანს, უფრო მეტსაც და ჯანდაბაში გავუშვებ ამ უხერხემლოებს. მე შევქმნი ისეთ კრიზისს რომ მთელი მსოფლიო დაინახავს, თუ საჭირო გახდება პოროშენკო ჩვენ მხარს დაგვიჭერს და თავის ხალხს გამოგვიგზავნის, იაცენუკიც შემპირდა დახმარებას. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ჩვენ ვაიძულებთ ხალხს ქუჩაში გამოვიდნენ, ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი სცენარი, თვითონ დაინახავ, რომ მაიდანი სანატრელი იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარია შენ როგორც პრეზიდენტი, ხალხის გვერდით დადგე. ასლანას  და მამალაძის და მათი მსგავსების ჩამოშვება საქართველოში არ შეიძლება ისინი უნდა მოვიშოროთ, ხელს შეგვიშლიან.

გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა:

"თუ თქვენ შეკრიბავთ ბევრ ხალხს და მასმედია დამუშავებული გეყოლებათ მე მხარს დაგიჭერთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხის სახელით და ამერიკის მხარდაჭერით, მათ მე უნდა მითხრან წინასწარ.

სააკაშვილმა, მარგველაშვილს მოუბოდიშა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მას საჭირო ყურადღება არ მიაქცია,

რაზეც მარგველაშვილმა უპასუხა:

"თუ თქვენ მომაქცევდით მე ყურადღებას მე ვერ გავხდებოდი პრეზიდენტი დღეს."

როგორც კონფიდენციალური წყარო იუწყება, მას ამ საუბრის ჩანაწერი აქვს და ამ ჩანაწერის გაშიფვრა ქართველი მეგობარის დახმარებით შეძლო, მისი გამოქვეყნება კი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა რაც 21 მარტს გასამართი აქციის შესახებ შეიტყო. მისი თქმით საქართველო და უკრაინა მოძმე სახელმწიფოები არიან და ბინძური პოლიტიკა ვერაფერს შეცვლის!" – წერს მომხმარებელი.

 

 

წყარო: „მარშალპრესი“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: