ახალი რეგულაციები სიღარიბის დაძლევისათვის- ღარიბის სტატუსის მქონე მოქალაქე ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებს

ახალი რეგულაციები სიღარიბის დაძლევისათვის- ღარიბის სტატუსის მქონე მოქალაქე ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებს

საბერძნეთის პარლამენტმა სიღარიბის შესახებ კანონი მიიღო. ახალი რეგულაციების თანახმად, ღარიბის სტატუსის მქონე მოქალაქე ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებს და 300 000-მდე ადამიანს საკვები პროდუქტების ვაუჩერები დაურიგდება. ახალი კანონი თვეში 220 ევრომდე ქირავნობის შემწეობასაც მოიცავს. 

 

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მკაცრი ეკონომიკური ზომების შესახებ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებს უგულებელყოფს. 

 

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ათენის შეშინებას ვერავინ შეძლებს. 

 

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კრედიტორები სიღარიბის კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ევროკომისარი პიერ მოსკოვიცი გავრცელებულ ცნობას უარყოფს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: