დავით საგანელიძე: 21 მარტს კონტრაქციები არ იქნება ორგანიზებული

დავით საგანელიძე: 21 მარტს კონტრაქციები არ იქნება ორგანიზებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე 21 მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად, კონტრაქციების ორგანიზების წინააღმდეგია.

"ალბათ იქნება გარკვეული მცდელობები პროვოკაციების. ეს პროვოკაციები უნდა იყოს აღმოფხვრილი. რაც შეეხება კონტრაქციებს, მე ამის წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ არანაირი კონტრაქცია არ არის საჭირო. გარკვეული ჯგუფები გამოვლენ და გააპროტესტებენ - ეს მათი საქმეა. ეს არ უნდა იყოს ორგანიზებული და არც იქნება, ამის პირობას მე გაძლევთ, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი", - განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, კონტრაქცია უკვე დაგეგმა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: