ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დასამტკიცებლად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო

ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დასამტკიცებლად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს დეპუტატებმა დღეს კენჭი უნდა უყარონ. აღნიშნულ თანამდებობაზე დასამტკიცებლად მას 67 დეპუტატის თანხმობა დასჭირდება.


ცნობილია: კანდიდატურა მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობისთვის".

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ გვენეტაძეს მხარდაჭერის მოპოვება არ გაუჭირდება, - "უმრავლესობის პოლიტსაბჭოს მიერ მოწონებულია ნინო გვენეტაძის პოზიცია და მე ვფიქრობ, რომ არ გაუჭირდება სათანადო რაოდენობის ხმების მიღება".

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გივი თარგამაძე კი აცხადებს, იმისთვის, რომ გვენეტაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ, დეპუტატებს საკმარისი მიზეზი აქვთ

"ნათელი მაგალითი იყო ეს ჩამწერები, თუნდაც მეტი რომ არაფერი არ ვთქვათ, როდესაც გვენეტაძე ითხოვდა ჟურნალისტების დაკავებას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკმარისი, თუმცა, შეგვიძლია, ძალიან განვავრცოთ", - ამბობს თარგამაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: