მანანა კობახიძე:დეპუტატი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ასე არ უნდა იქცეოდეს

მანანა კობახიძე:დეპუტატი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ასე არ უნდა იქცეოდეს

"შსს-დან ინფორმაციის გაცემის ბრალდებით გათავისუფლებული პოლიციელისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება საკმარისი არ არის", განცხადევა  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გააკეთა .

კობახიძე სამარცხვინოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქმეში დეპუტატია ჩართული.

"ეს არის სადეპუტატო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, არ შეიძლება, დეპუტატი ასე იქცეოდეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და იყენებდეს პოლიციას. პოლიციელის მხრიდანაც აქვს ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურიდან გათავისუფლება არ არის საკმარისი. არ შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ასე გაედინებოდეს. თუმცა, აქ ჩართულია დეპუტატიც და ეს ძალიან სამარცხვინოა. არავითარი კავშირი ამ ინფორმაციას "ნდობის ჯგუფის" მუშაობასთან არ აქვს. მითუმეტეს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ცალკეულ წევრს არ აქვს უფლება, მოიპოვოს თუნდაც ეს ინფორმაცია, რაც ეკუთვნის "ნდობის ჯგუფის" უფლებამოსილებას. თუ ორი წლის განმავლობაში ინფორმაციის გადინება ხდებოდა, აქამდე უნდა მომხდარიყო ამ ყველაფერის მოკვლევა. ამითაც უნდა დაინტერესდეს გენინსპექცია. სამსახურებრივი დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ადეკვატური არ არის. პროკურატურის ფუნქციებში არ შევიჭრები, მაგრამ, ჩემი აზით, აქ ღრმა დანაშაულის ნიშნები უნდა იყოს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: