ვასილ მაღლაფერიძე: სიმბოლურია, რომ აქცია იმართება იქ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ადამიანებს არბევდნენ

ვასილ მაღლაფერიძე: სიმბოლურია, რომ აქცია იმართება იქ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ადამიანებს არბევდნენ

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე 21 მარტის აქციას დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს და აღნიშნავს, რომ იგი ამ დღესთან დაკავშირებით არანაირ პროვოკაციას არ ელოდება, აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღლაფერიძემ "რეპორტიორთან" საუბარში ისაუბრა.

"ნაციონალებს" 21 მარტს აქციის გამართვის იურიდიული  უფლება აქვთ. რაც შეეხება მორალურ მხარეს, ისინი მორალური კატეგორიით შეფასებას არ ექვემდებარებიან და ამ შემთხვევაში ჩემი აზრი არც არავის აინტერესებს.

დაანონსებულ აქციაზე არანაირ პროვოკაციას არ ველოდები. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აქციის გამართვა ჩვეულებრივი მოვლენაა.

ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ  და გავაცნობიეროთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი ტიპის გამოსვლები ჩვეულებრივი ამბავია და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.

თუმცა სიმბოლურია და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქციას მართავენ იმ ადგილზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არბევდნენ და თავ-პირს ამტვრევდნენ ადამიანებს.

აქციის ჩატარება სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ითვლებოდა განსაკუთრებულ მოვლენად, როდესაც ყველა შეკრებაზე სცემდნენ ადამიანებს.

თუ რა ოდენობის ხალხი გამოვა 21 მარტს რუსთაველის გამზირზე, ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა  და აქციის ორგანიზატორებმა იდარდონ. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს და თქვენ რომ არ გეთქვათ, არც ეს აქცია მახსოვდა", -აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: