ლაშა ამირეჯიბი: 21 მარტი, ჩანერგილები და მოსკოვური „საცეცები“

ლაშა ამირეჯიბი: 21 მარტი, ჩანერგილები და მოსკოვური „საცეცები“

ლაშა ამირეჯიბი „ტრადიციას“ არ არღვევს და „ივერიონს“ 21 მარტთან დაკავშირებით კონკრეტულ თემას აწვდის.
ვბეჭდავთ ე.წ. რედაქციული ჩარევის გარეშე.


მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლში, რომ დიდი მზადება მიდის, თავისთავად ნათელია, მაგრამ აქაური „ბოსების“ საცეცებმა მოსკოვამდეც რომ მიაღწიეს,  ესეც სამწუხარო რეალობაა.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან წასულმა და გამდიდრებულმა აზერბაიჯანელებმა (მაგალითად ბ-ნი სადიკოვი), შექმნეს დაჯგუფება, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ერთი ალიევის ხელისუფლებას ებრძვის, მეორე ფიქრობს ე.წ. ძირძველი მიწების დაბრუნებაზე, მესამე საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ეხმარება.

ასე რომ, „ნაცი“ პარლამენტარის აზიკ სულეიმანოვის გარდა ქვემო ქართლში მოსკოვური დაჯგუფების კონტაქტებიც აქტიურად მუშაობენ და 21 მარტისთვის ხალხს აგროვებენ.

 

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ყოფილი (სუს)-ს უფროსის ვანო ბეგაშვილის აგენტურა ამუშავდა. მაგალითად, სამირ ხიალოვი და ლევან უბილავა. დარწმუნებული ვარ, რომ აქვე ჩართულები არიან ის მაღალი იერარქიის მუსლიმი წარმომადგენლები, რომლებიც ქ. მარნეულში თვითმართველობის არჩევნების დროს მორწმუნეებს მოუწოდებდნენ ნომერი 5 შემოეხაზათ.

ნუ დაგვავიწყდება ბ-ნი ბადრი ბასიშვილი, რომლის ზონდერ-ბრიგადებმა თავი იჩინეს სისატიკ დარბევებში, ადამიანების დატერორებაში და ა.შ. ბასიშვილი ქვემო ქართლში ხეველებს აკონტროლებს და არსებობს საშიშროება, რომ ეს ხალხიც შომოუერთდება 21 მარტის აქციას.

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი იფორმაცია აქვს ამჟამინდელი სუს-ის მთავარი სამმართველოს უფროსს გია ჩიხლაძეს, რომელიც ყოველთვის ვ. ლელუაშვილის კადრად მოიაზრებოდა.

ბ-ნ ჩიხლაძეს ევალებოდა „ქართულ ოცნებაში“ აგენტურული ქსელის ჩანერგვა, რაც მან შესანიშნავათ მოახერხა. მის მიერ ჩანერგილი აგეტების სია ჩიხლაძემ რამდენიმე კაცს, მათ შორის დათა ახალაიას, გადასცა. როგორ ფიქრობთ, ჩიხლაძე, რომელიც „ნაცების“ სამოქმედო გეგმებზე  დეტალებშიც ამომწურავ ინფორმაციას ფლობს, გაამხელს ამას ხელმძღვნელობასთან?

რა თქმა უნდა, არა!!!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: