ნატრობს თუ არა ამერიკა და ევროპა საქართველოს მსგავს ხელისუფლებას?

ნატრობს თუ არა ამერიკა და ევროპა საქართველოს მსგავს ხელისუფლებას?

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას აქვს შეცდომები, თუმცა არაა მნიშვნელოვანი. 

 

"ყველაზე მძიმე შეცდომა იყო ის, რომ პრემიები აიღეს. მათ კანონი არ დაურღვევიათ. შეცდომები ჰქონდათ და ექნებათ. ასეთი ხელისუფლება ნანატრი იქნებოდა ამერიკისთვის და ევროპისთვის. არ არსებობს ხელისუფლება, ვინც შეცდომებს არ უშვებს," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ავეჯის შეძენაზეც ილაპარაკა. 

 

"აქ გაცილებით უფრო ნაკლებ თანხაზეა საუბარი, როგორც ვიცი, ვიდრე ასახელებდნენ. მთავარი აქ არის სხვა, ვინ ბედავს ხელისუფლების კრიტიკას ანუ ვინ ვის აკრიტიკებს. ამას ბედავს ირმა ნადირაშვილი," - ბიძინა ივანიშვილი.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: