ბიძინა ივანიშვილი:-"სად წაიღებს რუსეთი ჩვენს ტერიტორიებს? ვერსად!"

ბიძინა ივანიშვილი:-"სად წაიღებს რუსეთი ჩვენს ტერიტორიებს? ვერსად!"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება.

 

ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა სწორ საგარეო პოლიტიკას ატარებს.

 

"ძალიან სამწუხაროა, გრძელდება ანექსიის გაღრმავების პროცესი. შარვლიდან ხტებოდა სააკაშვილი და მივიღეთ კატასტროფა 2008 წელს. საქართველოს მთავრობა აკეთებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომ იმ დონეზე შევინარჩუნოთ ვითარება, რომ არაღიარების პროცესი შევაჩეროთ. მთავრობა ცდილობს, რომ ეს საკითხები მაღალ დონეებზე განიხილებოდეს. რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვერსად ვერ წაიღებს, ვერსად!" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

 

ივანიშვილმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ფორმატი რუსეთთან არის საინტერესო.

 

"თავისუფალი დემოკრატები სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, ტაშს უკრავენ, ახლა აკრიტიკებენ აბაშიძეს," - აცხადებს ივანიშვილი. 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციაზეც ლაპარაკობს, რომლის თანახმადაც რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ.

 

"ეს არ არის სერიოზული, იქ ვიღაც ჟურნალისტმა რაღაც თქვა, მერე აქ," - აცხადებს ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: