ყაჩაღური თავდასხმა-ოჯახის წევრები უთოთი და ცხელი დანით აწამეს

ყაჩაღური თავდასხმა-ოჯახის წევრები უთოთი და ცხელი დანით აწამეს

ჩაღური თავდასხმა ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში. თემურ თორდიას ოჯახს გვიან ღამით 5 ადამიანი დაესხა თავს. 

 

შეიარაღებულმა პირებმა ოჯახის ყველა წევრი გაკოჭეს, მამა შვილი თორდიები კი სასტიკად აწამეს. 

 

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, წამებისთვის თავდასმელები უთოს და გაცხელბულ დანას იყენებდნენ. 

 

ყაჩაღური ჯგუფი ოჯახისგან ძვირფასეულობას და 40 000 დოლარს ითხოვდა. მათ ოჯახი მას შემდეგ დატოვეს რაც თემურ თორდიას წამებისგან გული წაუვიდა. 

 

არსებული ინფორმაციით თავდასხმელებმა ოჯახიდან 10 000 დოლარის ოქროულობა და 2500 ლარი წაიღეს. 

 

დაზარალებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. თორდიების ოჯახში კი რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარებას კრიმინალური პოლიცია სწავლობდა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: