ვახტანგ გომელაური: შს სამინისტრო მზად არის, რომ აქცია უსაფრთხოდ ჩატარდეს

ვახტანგ გომელაური: შს სამინისტრო მზად არის, რომ  აქცია უსაფრთხოდ ჩატარდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება,  რაიონებიდან ჩამოსვლა - ეს  ავტობუსი იქნება თუ მანქანები,  როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. კიდევ, მე წინაზეც აღვნიშნე,  ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. აქცია ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: