ირაკლი ღარიბაშვილი: აქციის ჩატარება კანონით გათვალისწინებული ნორმალური პროცესია

ირაკლი ღარიბაშვილი: აქციის ჩატარება კანონით გათვალისწინებული  ნორმალური პროცესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აქციის ჩატარების უფლებას ყველამ პატივი უნდა სცეს, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს მას.

პრემიერის თქმით, აქციის გამართვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პროცესია.

"მესმის ყველა ადამიანის აღშფოთება. ისინი წლების განმავლობაში ითმენდნენ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რაიმე ტიპის აჟიოტაჟი და ხმაური. ჩვენ გვჭირდება დამშვიდება და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. აქციის ჩატარება ეს არის კანონით გათვალისწინებული უფლება და ნორმალური პროცესი, რომელიც დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ატარებს მას და ამას ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: