გია ხუხაშვილი: ამ თამაშში "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოკავშირე ხელისუფლების უგუნურებაა!

გია ხუხაშვილი: ამ თამაშში "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოკავშირე ხელისუფლების უგუნურებაა!

 "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოკავშირე ამ თამაშში არის ხელისუფლების უგუნურება",-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს და "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობთ, რომ პოლიტიკურ სივრცეში სხვა პარტიები არ გამოჩნდნენ.

"ნებისმიერი მათი(ნაციონალური მოძრაობის) ლოზუნგი გაამაგრებს მთავრობას. მათ ინტერესებშია, რომ მოხდეს ჩაცხრობა საზოგადოებაში არსებული მოლოდინის, რომ რაღაცა აღმსასრულებელი ხელისუფლების სერიოზულად უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ არ უნდა საზოგადოებას, რომ იდენტიფიცირებული იყოს აბსოლუტურად დისკრედიტირებულ, განაჩენ გამოტანილ პოლიტიკურ ძალასთან.

ანუ ეს არის ერთგვარად სიმბიოზური მდგომარეობა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ოპოზიციური ფლანგის მოკავება მთლიანად არის ხელისუფლების ინტერესებში. ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია იმ მდგომარეობის შენარჩუნება, რაც დღეს აქვთ დღეს... რომ პოლიტიკურ სივრცეში სხვა პოლიტიკური ძალები არ შემოუშვან. ანუ ეს არის ერთგვარი თამაში და ნაციონალური მოძრაობის მთავარი მოკავშირე ამ თამაშში არის ხელისუფლების უგუნურება",-განაცხადა ხუხაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: