საქართველოს მოქალაქეობაზე უარი "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ 4-მა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა

საქართველოს მოქალაქეობაზე უარი "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ 4-მა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა

საქართველოს მოქალაქეობაზე უარი კიდევ 4-მა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა და განცხადებით უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ქვეყნის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს მიმართა,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის მოქალაქეობის მიღების თხოვნით პოროშენკოს მიმართეს: გია გეწაძე - საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ხატია შელია - საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, ჯამბულ ებანოიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი წიკლაური - საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი.

უკრაინული მედიაში ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანამდებობებზე მოიაზრებიან "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი კადრები.

უკრაინის ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე რამდენიმე ქართველია. დავით საყვარელიძე - უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. ეკა ზღულაძე შს მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველია.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, პირი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. ხსენებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე და შემდეგ, უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განცხადებით მიმართეს შესაბამის სტრუქტურებს. საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა შეინარჩუნა, რადგან უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: