"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით საგანელიძემ განუცხადა. 

"დღის წესრიგი მე არ მინახავს. იქნება მიმდინარე თემები, ბუნებრივია. როგორც მოგეხსენებათ, ყოველ კვირას ვიკრიბებით. ძირითადი თემები მაინც არის ის კანონპროექტები, რაც პარლამენტში შემოდის. მიმდინარე თემები. ვნახოთ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით",-განაცხადა დავით საგანელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: