მანანა კობახიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" აჟიოტაჟის შექმნის სურვილი აქვს

მანანა კობახიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" აჟიოტაჟის შექმნის სურვილი აქვს

პარლამენტის ვიცესპიკერი  მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ისინი მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას გეგმავენ.

კობახიძის თქმით, დღეს საპარლამენტო  უმრავლესობა საკმაოდ მყარია და "ნაციონალურ მოძრაობას" აჟიოტაჟის შექმნა სურს.

"ახლა მათ რაღაცა პროცედურები წამოიწყონ პარლამენტში, ეს ცოტა სასაცილოა, კარგად დათვალონ თავისი ხმებიც და უმრავლესობაც.

საკმაოდ მყარია დღეს უმრავლესობა და ეს არაერთი გადაწყვეტილების მიღებისას დადასტურდა. რაღაცა აჟიოტაჟის და ფაციფუცის შექმნის სურვილი აქვთ, რასაც, ბუნებრივია, არანაირი შედეგი არ ექნება.

ეს მთავრობა წავიდეს და რა? ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილი  მოვიდეს და  ისინი იმ ადამიანებზე იზრუნებენ, ვისაც წლების განმავლობაში ღირსება აყარეს,  სიცოცხლე მოუსწრაფეს და აწამეს?"-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: "ნაციონალური მოძრაობა"  პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად მომავალი კვირიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: