მსოფლიო სიგარეტის წინააღმდეგ

მსოფლიო სიგარეტის წინააღმდეგ

ყოველი ნოემბრის მესამე ხუთშაბათს მსოფლიო მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გლობალური აქციის მიზეზი ამ მავნე ჩვევისაგან გამოწვეული პრობლემების მიმართ ფართო მასების ყურადღების მიქცევაა. ექიმები მწეველებს უმორჩილესი თხოვნით მიმართავენ, რომ ეს ერთი დღე მაინც შეიკავონ თავი.


მოწევის გამო ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი იღუპება. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი სტატისტიკაა.

სტატისტიკის თანახმად, სიგარეტისთვის თავის დანებებას პირველივე ცდიდან მხოლოდ 20% ახერხებს...


თამბაქოზე დამოკიდებულება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გავრცელებულ ეპიდემიადაა აღიარებული და ამ „სენს“ ნიკოტინომანიას უწოდებენ. ნიკოტინომანია კი ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის რანგში გადის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, თამბაქო ადამისანის სიკვდილის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი თავიდან აცილებადი მიზეზია.

არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, 2020 წლისთვის სიგარეტის უდროო მსხვერპლთა რაოდენობა ხუთიდან ათ მილიონამდე გაიზრდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: