დავით ნარმანიას პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“

დავით ნარმანიას პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“

"მე არ მქონდა ვალდებულება დავსწრებოდი ფრაქციის სხდომას,"- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია ერთიანი ნაციონალური მოძრაობას. 

 

"მათ დაძახილზე საკრებულოში არ მივდივარ. არც კანონი მავალდებულებს, რომ ყველა სხდომაზე საკრებულოში ვიარო. მე საკრებულოში უახლოეს პერიოდში მივალ და თუ რამე კითხვები აქვთ დასვან მაშინ როცა მე მივალ საკრებულოში,"- აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია.  

 

შეგახსენებთ, რომ მერს საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფრაქციის სხდომაზე ელოდებოდა. ოპოზიციის განცხადებით სხდომაზე ე.წ. ქამრების შემოჭერაზე უნდა ესაუბრათ. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: