დავით უსუფაშვილი: პარლამენტის წევრს ისევე შეიძლება მოეკითხოს პასუხი თანამონაწილეობისთვის, როგორც სხვას

დავით უსუფაშვილი: პარლამენტის წევრს ისევე შეიძლება მოეკითხოს პასუხი თანამონაწილეობისთვის, როგორც სხვას

საქარტვრლოს პარლამენტისთავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი დანაშაულთან გვაქვს საქმ, მაშინ თანამონაწილეობისთვის პარლამენტის წევრს ისევე შეიძლება მოეკითხოს პასუხი, როგორც სხვას, ხოლო თუკი ინფორმაციის მიღებას აქვს ადგილი, ამაში ამაში პარლამენტის წევრი თავისუფალია. 

 

"მე პირადად ჩემზე გეტყვით, ვარ პარლამენტის წევრი და თუ ვინმეს ექნება კითხვები, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, მზად ვარ, მას პასუხი გავცე. ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი არ მათავისუფლებს კითხვებზე პასუხის გაცემისაგან. ამასობაში პარლამენტის წევრს აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი ინფორმაციის მიღების და ინფორმაციის წყაროს არგამხელის თაობაზე, მაგრამ ეს იმუნიტეტი დანაშაულზე არ ვრცელდება. თუკი თქვენს ოთახში შემოვიჭერი და ინფორმაცია იქიდან ავიღე, ჩავიდენ დანაშაულს, მაგრამ თუკი ახლა ჩუმად ჯიბეში რაიმეს ჩამიდებ და ვნახავ ინფორმაციას, მე ამის უფლება მაქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: