სპეციალისტების დასკვნა-სამგზავრო თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს!

სპეციალისტების დასკვნა-სამგზავრო თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს!

ეარბას 320-ის კატასტროფის ახალი ვერსია. გამოძიების ვარაუდით, სამგზავრო თვითმფრინავი დამხმარე პილოტმა განზრახ ჩამოაგდო. ამ დასკვვნამდე მივიდნენ სპეციალისტები ნაპოვნი შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ.

 

აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ფრენის დროს ბორტის კაპიტანმა პილოტის კაბინა რამდენიმე წუთით დატოვა, თუმცა დამხმარე მფრინავმა კარი ჩაკეტა, რამდენიმე წუთში კი ლაინერმა სიმაღლის კარგვა დაიწყო და საფრანგეთის ალპებში ჩავარდა.

 

"თვითმფრინავის ეფექტური დაშვების მიზნით მართვის პულტის ღილაკებით დამხმარე პილოტი მანიპულირებს. ფრენის სიმაღლე ყოველთვის წინასწარ არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, ყველაზე რეალური ვერსია არის ის, რომ დამხმარე პილოტმა საკუთარი სურვილით არ გაუღო კაბინის კარი კაპიტანს და ხელი დააჭირა ღილაკს, რის გამოც თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. აუდიოჩანაწერების მიხედვით, კაპიტანი ბოლო წუთამდე ცდილობდა კაბინის კარის შემტვრევას," - განაცხადა მარსელის პროკურორმა ბრის რობენმა.

 

ცნობილია, რომ დამხმარე პილოტი ეროვნებით გერმანელი იყო. მისი ბიოგრაფია სპეცსამსახურმა უკვე გადაამოწმა და მისი გვარი ტერორისტთა სიაში არ ფიგურირებდა. აუდიოჩანაწერებიდან სამართალდამცველებმა ისიც დაადგინეს, რომ დამხმარე პილოტი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ცოცხალი იყო.

 

გერმანული ავიაკომპანიის კუთვნილმა ეარბასმა კატასტროფა ორი დღის წინ განიცადა. ტრაგედიას ბორტზე მყოფი 150 ადამიანი ემსხვერპლა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: