ბადრი ნანეტაშვილი: „ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, იჩივლონ სადაც უნდათ“

ბადრი ნანეტაშვილი: „ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, იჩივლონ სადაც უნდათ“

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელი, ბადრი ნანეტაშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ნანეტაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის მიერ გუბერნატორის მიმართ რაიმე ცილისწამებას ადგილი არ ჰქონია.

 

"არც პრემიერის განცხადება იყო ნორმალური და სწორი და არც გუბერნატორის განცხადება. როგორც მე გავარკვიე, ჟურნალისტმა კითხვა დასვა ხალხში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერი ეუბნება, რომ გვიჩივლებს. იმ შემთხვევაში, თუ ხალხი რამეს ამბობს და ჟურნალისტი ხალხის კითხვას დასვამს, ამის გამო უნდა უჩივლონ მას? ჩვენ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ, იჩივლონ სადაც უნდათ", - განაცხადა ბადრი ნანეტაშვილმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: