პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებს ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდა?

პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებს ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდა?

ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე "რუსთავი 2"-თან საუბრობს, მისი თქმით საქმე ეხება პროკურორ ლევვან ბაჩიაშვილის  სატელეფონო ზარს, როდესაც მან ადვოკატებს სთხოვა, ცარიელ ოქმზე მოეწერათ ხელი, რითაც დაადასტურებდნენ,

რომ მათ ბრალდების მხარის მტკიცებულებები ჩაიბარეს.


"თურმე, ცარიელ ოქმზე უნდა მოვაწერო ხელი. დანარჩენი მასალები თურმე ადრე გვაქვს გადმოცემული. მე ვუთხარი, რომ ამის იდენტიფიცირება რომ მოხდეს, მასალები გვაქვს თუ არა გადმოცემული, აუცილებელია, შეტარდეს, ჩვენი ხელმოწერები იმ ოქმებზე, როდესაც ვიბარებდით პერიოდულად მასალებს. ამაზე პროკურორმა უარი განაცხადა.

პროკურორმა მითხრა, რომ ისინი წავლენ ბრალდებულებთან და მათ მოაწერინებენ ხელს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის კანონდარღვევა და ამაზე გვექნება საუბარი", - აღნიშნა ბარათაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: