"ქართული ოცნების დაპირება ე.წ. ქამრების შემოჭერის გეგმის წარმოდგენაზე ტყუილი აღმოჩნდა"

"ქართული ოცნების დაპირება ე.წ. ქამრების შემოჭერის გეგმის წარმოდგენაზე ტყუილი აღმოჩნდა"

დებატები უნდა გაიმართოს დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიცია მერიისგან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კონკრეტულ გეგმას მოითხოვს.

 

"პრემიერ-მინისტრის და ქართული ოცნების დაპირება, რომ 23 მარტამდე ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის თბილისის მერია შეადგენდა ე.წ. ქამრების შემოჭერის გეგმას, აღმოჩნდა ტყუილი. თბილისის მერიას კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვას და თანხების მიმართვას ისეთ პროგრამებში, რომელთაც უნდა უზრუნველყოს ქალაქის ეკონომიკის გაჯანსაღება, თუ მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქება, წარმოდგენილი არ არის," - აცხადებს ირაკლი აბესაძე.   

 

ამ წუთებში კი საკრებულოში ბიუროს სხდომა იწყება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: