სამედიცინო ცდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნაწილს შეიწირავს-ვინ დგას ამ დანაშაულის უკან?

სამედიცინო ცდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნაწილს შეიწირავს-ვინ დგას ამ დანაშაულის უკან?

ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, - ასე აფასებენ საქართველოში ადრონული თერაპიის, ასე ვთქვათ, შემოტანას: "სიმსივნის ადრონული თერაპია,  ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე  დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად, - აცხადებს ფიზიკოსი გია დვალი, - რაც შეეხება რეალისტურობას, გასაკვირი არაა რომ ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ურთულესი განსახორციელებელია. იდეამ პროგრამის სახე მიიღო ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელიც ამას გარდა თავის თავზე იღებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას. თუ ამას დავუმატებთ, რომ არსებობს მეცნიერ ლიდერთა ჯგუფი, აუცილებელი პირობა, რაც პროექტის წარმატებისთვის განმსაზღვრელი რჩება, არის მთავრობის და პარლამენტის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა". თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  თანათავმჯდომარე კი - ფიზიკოსი გია დვალი. მთავრობის განცხადებიდან კი ვგებულბთ: "კომისიის შემადგენლობაში შედიან: ,,ქართუ" ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ" ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები".

 

ბუნებრივია, ისეთ უმძიმეს დაავადებაზე, როგორიცაა "კიბო" როცა არის საუბარი, ყურადღების მიღმა ვერ დატოვებ, მითუმეტეს როცა "კიბომ" იმსხვერპლა ძალიან ბევრი ადამიანი. როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, მოცემულ შემთხვევაში საუბარია პროტონულ თერაპიაზე (არ ვიცი რატომ იხმარება სახელწოდება "ადრონული") და აშშ-ში მსგავსი "ამაჩქარებლები" ათეულ ონკოლოგიურ ცენტში არსებობს. ონკოლოგები ამ სახის თერაპიას სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან პროტონულ თერაპიას შეიძლება ჰქონდეს მძიმე გვერდითი მოვლენები (როგორც სხვა დანარჩენ თერაპიას). კერძოდ, დასხივების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძვლების დაზიანებას და შესაბამისად მკურნალობამ საყრდენ-სამოძრაო სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ამ სახის თერაპიის გამოყენება ხდება ლოკალიზირებული (არამეტასტიზირებული) სიმსივნის შემთხვევაში და თუ ხდება განვითარებული ონკოდაავადების დროს, მხოლოდ სხვა თერაპიასთან შერწყმით. აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი მოქმედი რადიო-ონკოლოგის აზრით გაცილებით უფრო გამოცდილი და ეფექტურია ე.წ. "კიბერ-დანა". ამით გაცილებით მცირდება გვერდითი ეფექტები, საგრძნობლად მცირდება სეანსების რაოდენობა და შესაბამისად დასხივების მიერ მიყენებული ზიანი. საქართველოში ონკო-მკურნალობა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია. სახელმწიფომ ნამდვილად უნდა იზრუნოს თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვაზე, მაგრამ რეალური სურათი უნდა იქნეს მოცემული. ვისაც ონკოლოგიური დაავადება აქვს, უმჯობესია მათ იცოდნენ რეალობა რაში მდგომარეობს. უსაფუძვლო იმედების მიცემა მართლაც საზიანო შეიძლება გამოდგეს და პროტონული თერაპია არ არის პანაცეა.

 

გვესაუბრება მერაბ ჯიბლაძე, პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი:

 

_ ნეირტონული თერაპია არსებობს, მაგრამ საქმე ისაა რომ არავითარ ადრონს არ შეუძლია გამოარჩიოს კიბოს უჯრედი ნორმალური უჯრედისაგან. ეს არის გამორიცხული! რასაც ახლა ამბობენ ის არის წმინდა წყლის სისულელე! შემდეგ, ის რეაქციები რომელიც მიდის ვთქვათ ნეირტონთან, ეს ხდება ბირთვულ ზონაზე. წარმოიდგინეთ ცოცხალი უჯრედი, რომელიც შედგება მოლეკულებისაგან, მოლეკულები თავის მხრივ ატომებისაგან, ყველა ატომს აქვს თავისი ბირთვი. აი, ამ ბირთვებთან ხდება ურთიერთქმედება, აქ ნეიტრონია მთავარი.

 

_ როგორც მახსოვს ნეირტონებით მოკლეს საკმაოდ ცნობილი რამდენიმე პირი...

 

_ დიახ, ეს მოხდა ნეიტრონების გამო. ლიტვინენკოს სხეულში შეიყვანეს ისეთი ნივთიერება, რომელმაც გამოაშრო ნეიტრონები და ადამიანი მოკვდა. აქ მთავარი რაა? ნეირტონის ბირთვთან ურთირთქმედების დროს გამოიყოფა დიდი სითბური ენერგია და ის ანგრევს ბირთვა და არა მხოლოდ ბირთვს, შეუძლია დაანგრიოს მთელი უჯრედიც კი. ასე რომ, ამორჩევის უნარი მას არა აქვს საერთოდ, მან არ იცის უჯრედი რომელია კარგი და რომელი ცუდი, ამიტომ ყველაფერს მოსპობს. წესით, ნეიტრონული თერაპია სულ სხვა გზით მიმდინარეობს, რაც დაფუძნებულია იმაზე რომ ნეიტრონების გამომსხივებელი ბირთვები, წვრილი ნემსის საშუალებით, უშუალოდ სეყავთ კიბოს უჯრედების სიბრტყეში. აუცილებელის რომ ის არ მოხდეს კარგ უჯრედებთან და ეს უკვე 20 წელია განვითარებულია.

 

_ თუ ასეა საქართველოში რატომ შემოდის ადრონული თერაპია?

 

_ ის, რაც შემოვიდა არის სისულელე და უნდა აიკრძალოს. რატომ შემოაქვთ? იმიტომ რომ ვიღაცას გარედან უნდა ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან განვითარებადი ქვეყანა ვართ.

 

_ ე.ი. "საცდელი კურდღლები" ვართ.

 

_ დიახ, დიახ, ამიტომ ამ ყველაფერს განათლებული ადამიანები წინ უნდა აღუდგნენ. ხაზგასმით ვამბობ, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ პროტონული თერაპია კურნავს მეტ ადამიანს ან უფრო ეფექტურად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ვიდრე სხვა სტანდარტული ფორმების თერაპია. გარდა ამისა, უფრო მეტი კვლევაა საჭირო, პროტონული თერაპია ნაკლებ გრძელვადიან გვერდით მოვლენებს იწვევს, თუ იქს-სხივები". ხშირად ისმის: მეგაპროექტი "ადრონული თერაპია". ამასთან დაკავშირებით ნახავთ გამონათქვამებს "ადრონული თერაპია პანაცეაა" და "ადრონული თერაპია გამოირჩევა იმით, რომ კიბოიან უჯრედებს კლავს, ხოლო ჯანმრთელებს არ აზიანებს". ეს მეორე დებულება პირველის დასაბუთებად გამოიყენება. და ეს მეორე დებულება დაფუძნებულია ეგრეთ წოდებულ "ბრეგის პიკზე" (ენერგიის დანაკარგის მკვეთრ ზრდას პროტონის გაჩერებისას ჰქვია ბრეგის პიკი). ის, რასაც ხშირად გაიგონებთ: "პროტონი გზაში არ ასხივებს, ასხივებს მხოლოდ როცა გაჩერდება, ამიტომ თუ კიბოს კარგად დაუმიზნებთ, ჯანმრთელ უჯრედებს არაფერი დაემართებათ" უბრალოდ არასწორია. ბრეგის პიკის მნიშვნელობა 3-4 ჯერ მეტია ენერგიის დანაკარგზე ბრეგის პიკამდე და ეს ძალაში რჩება ქსოვილისთვისაც. ამიტომ, სანამ პროტონი პაციენტის სხეულში შეჩერებას დაიწყებს, იქამდეც ასხივებს ენერგიას გარემოში, იგი განუწყვეტლივ ასხივებს, ანუ "გაჩერებამდეც" აზიანებს უჯრედებს. ამიტომ დებულება "ადრონული თერაპია გამოირჩევა იმით, რომ კიბოიან უჯრედებს კლავს, ხოლო ჯანმრთელებს არ აზიანებს", რომელიც გამოიყენება დებულებისათვის "ადრონული თერაპია პანაცეაა", რბილად რომ ვთქვა, გადაჭარბებული და გაზვიადებულია.

 

_ მაგრამ ხომ ჩატარდა სადღაც, რომელიღაც ქვეყანაში მსგავსი მეთოდით მკურნალობა, ეს ხომ იციან, რატომ ატარებენ ჩვენთანაც?

 

_ რატომაც არა? ამ ყველაფერში ფული იდება, ეს არის უსინდისობა და უგუნურობა. ამოარჩიონ რომელიც უნდათ, არიან უგუნურები თუ უსინდისოები! კობალტით დასხივების შესახებ გაგიგიათ რამე? ეს დასხივება, ისევე როგორც სხვა ავნებს როგორც კარგ ისე ცუდ უჯრედებს და ამიტომ დასავლეტში უკვე 20 წელია აიკრძალა კობალტით დასხივება, მაგრამ დაშვებულ იქნა განვითარებად ქვეყნებში და სწორედ ამიტომ 10 თუ 15 წლის წინ გერმანელებმა საქართველოს ონკოლოგიურ ცენტრს აჩუქა კობალტის დანადგარი. ე.ი. მათ მოიცილეს თავიდან, იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია და რაკი ჩვენ განუვითარებელი ქვეყანა ვართ, აქ თურმე შესაძლებელია! ზუსტად რომ "საცდელი კურდღლები" ვართ და ეს არის ჩვენი უბედურება! ამიტომ ვიდრე განვითარებადი ქვეყნის სტატუსი გვექნება, ჩვენთან ყოველთვის ჩატარდება სხვადასხვა სახის აცრები და ასე შემდეგ! ის, რისი შემოტანაც ახლა უნდათ ეს არის საშინელება. ისევ ვიმეორებ ნეირტონმა არ იცის ბირთვი არის ჯანმრთელი უჯრედის, მოლეკულის თუ კიბოთი დაავადებულის.

 

_ და ეს ხომ იციან საქართველოშიც?

 

_ განათლებული საზოგადოება რომელიც საქართველოშია, უნდა ეცადოს როგორმე გააგებინოს ადამიანებს რაც ხდება. არიან ვიღაცეები რომელთათვის სულერთია ფულის გარდა ყველაფერი, მაგრამ ხომ არიან ადამიანები ვისთვისაც სამშობლოა მთავარი...

 

_ ვთქვათ მაინც დაინერგა ეს მკურნალობა, შედეგი?

 

_ სწრაფად გარდაიცვლებიან ის ადამიანები, ვისაც ამ მეთოდით უმკურნალებენ, მეტი არაფერი! სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ასე და ამას მე ვერ დავმალავ! ეს "მკურნალობა" ავადმყოფს სიკვდილს უსწრაფებს! მთავრობას არ აქვს იმის განათლება რომ ამას მიხვდეს, მთავარია ისინი ვის დაუჯერებენ.

 

_ დვალს ხომ დაუჯერეს.

 

_ მე არ ვფიქრობ რომ დვალი ფიზიკოსია, დვალი არის ბიზნესმენი, ფულს აკეთებს და ეგაა. გახსოვთ თქვენ მისი ჩავარდნილი რეფორმები.

 

_ თუ ადამიანი ამ მეთოდით კიბოს პირველ სტადიაზე იწყებს მკურნალობას, მაშინ რა ხდება.

 

_ გითხარით, ეს მეთოდი ადამიანის სიკვდილს აჩქარებს! ნეირტონული დასხივებები ტბილისში არსებობს, ლოკალური დასხივება ხდება! ნეირტონი იქნება ეს თუ სხვა, ვერ გამოარჩევს ჯანმრთელ და დაავადებულ უჯრედებს და ხალხს ნუ უხვევენ თვალს, ნუ აჩქარებენ ადამიანის სიკვდილს!

 

წყარო: „მთავარი ინფო“, დარეჯან მეფარიშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: