ვის შეხვდა მკვლელობამდე ბესო ხარძიანი?

ვის შეხვდა მკვლელობამდე ბესო ხარძიანი?

ბესო ხარძიანი ემზარ კვიციანთან და კიდევ ორ მეგობართან ერთად ბიზნესის დაწყებას გეგმავდა. ინფორმაციას ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის მეგობარი კანდიდ კვიციანი ავრცელებს. 

 

განცხადება კვიციანმა ჟუნრალისტებთან პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ გააკეთა. 

 

კვიციანის ინფორმაციით მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ხარძიანი მათთან იმყოფებოდა. 

 

"მე და ემზარ კვიციანს შეგვხვდა, სამომავლო გეგმაზე ვსაუბრობდით. ერთობლივი ფირმის გაკეთებას ვგეგმავდით ერთმანეთის გამოცდილებით. მეოთხე ადამიანი იყო ბესო ხარძიანის მეგობარი ზურა, სწორედ ამ ზურას დანიშვნას ვაპირებდით ფირმის ხელმძღვანელად. არავინ არ ემუქრებოდა ბესოს,"- აცხადებს კანდიდ კვიციანი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: