რაში არიან „ნაცები“ და „ქოცები“ ერთსულოვანნი და რა ანკესი ისროლა მარიამ საჯაიამ?!

რაში არიან „ნაცები“ და „ქოცები“ ერთსულოვანნი და რა ანკესი ისროლა მარიამ საჯაიამ?!

17 მაისის მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური ხდება  ღია საუბრები საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. უკვე ყურს აჩვევენ, რომ მართალია, ოჯახი ორი ადამიანის ერთობაა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, პარტნიორები (ცოლ-ქმარი) განსხვავებული სქესის იქნებიან თუ ერთსქესიანები!
ახალგაზრდა პარლამენტარს,  "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ "სახეს"  მარიამ საჯაიას დასაშვებად მიაჩნია, რომ ორმა ადამიანმა, ქალი იქნება ის თუ კაცი, გააფორმოს კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობა და შექმნას ოჯახი.
 
თუ მისი სიტყვებით ვიტყვით:  "ორი ქალის, ან ორი კაცის ურთიერთობა ეს არის ოჯახი-სქესს მნიშვნელობა არ აქვს."
საჯაიას და მისი თანამოაზრეების მოთხოვნა  უფრო შორს მიდის და ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და მკაცრად არ უნდა საზღვრავდეს პირთა ჯგუფებს, რომელთა შორისაც შესაძლოა დამყარდეს კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობები.
მათ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციად მიაჩნიათ ის პრაქტიკა, რომ საქართველოს კანონი მხოლოდ ჰეტეროსექსუალებს არეგისტრირებს და ჰომოსექსუალებს  არ აქვთ ოფიციალური ქორწინების უფლება!
 
თუ სოციალურ ქსელში, ლიბერასტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟით და მათი ბრმა მხარდამჭერების კომენტარებით ვიმსჯელებთ, ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების აუცილებლობა შეიძლება უახლოეს ხანებში საკანონმდებლო დონეზეც მოგვთხოვონ_საფუძვლად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ანტიდისკრიმინაციულ კანონს აგვიფრიალებენ, რომელიც პარლამენტში დაახლოებით ერთი წლის წინ გრიალ-გრიალით გავიდა.
 
უკვე იმასაც "ამტკიცებენ", რომ ჰომოსექსუალიზმი, არა ავადმყოფობა, არამედ, პიროვნების არჩევანია და მას უფლება აქვს, ეს არჩევანი გამოიყენოს! მიუხედავად იმისა, რომ ქართული მენტალობისა და ქართული ტრადიციებისთვის მიუღებელია გაუკუღმართებული სქესობრივი ურთიერთობა, ასეთი მიდრეკილების ადამიანები ჩვენს გვერდით არიან-ისინი ყველა დროში არსებობდნენ, მაგრამ საკუთარი ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებას  ერიდებოდნენ. განსხვავება იყო მასშტაბებშიც.
ღეს, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგელები, ფაქტიურად იატაკქვეშეთიდან გამოვიდნენ და საკუთარი  ორიენტაციის დაკანონებას ითხოვენ, თუმცა, უფრო მეტად აქტიურობენ მათი "უფლებების დამცველი" გრანტიჭამია არასამთავრობოები, რომლებიც დაუფარავად ეწევიან ერთსქესიანთა დაკანონების პროპაგანდას. მართალია, ჯერ-ჯერობით მათი მოთხოვნები ულტიმატუმის დონეზე არ ასულა. მაგრამ "მოსამზადებელი სამუშაოები" უკვე ჩატარებულია.
 
ისინი, პატარ-პატარა დოზებით გვაწვეთებენ, რომ რადგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები რეალურად არსებობენ, მათ რატომ უნდა შევუშალოთ ხელი გააკეთოს საკუთარი არჩევანი-ეს ხომ დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის, ადამიანის უფლებისა და თავისუფლების დარღვევაა.
ევრო-გაერთიანებისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი იდენტობისა და ტრადიციებისთვის მიუღებელ სხვა ფასეულობებთან ერთად, ნამდვილად დავდგებით ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ვალდებულების წინაშეც.
 
დღევანდელი პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით, საეჭვოა, დახვდება თუ არა ყრუ კედელი ამ მოთხოვნას ქართული საკანონმდებლო ორგანოს სახით, მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მართმადიდებელი ერი ამ შემთხვევაში მაინც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება.
ამ თემის ამოტივტივება საკანონმდებლო სივრცეში რომ დაწყებულია, მარიამ საჯაიას   პოზიციიდანაც  ჩანს. მერე რა, რომ "ნაცია", მერე რა რომ დიდი ჭკუა არ მოეკითხება!
აბა დავფიქრდეთ: ვინ აუწია ხელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას პარლამენტში? ვინ გაუკეთა იგნორი საქართველოში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას, ვინ შემოაგდო პარლამენტში კანონპროექტი უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების შეუზღუდავად მიყიდვის შესახებ?!
 
დიახ, არის მთელი რიგი "საკითხები", როცა "ნაცები" და "ქოცები" ერთსულოვანნი არიან. არადა, ეს ის საკითხებია, რომლებიც ერის სასიცოცხლო მომავალს განსაზღვრავენ და საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაზე  ნებაყოფლობით უარს გვათქმევინებს!
 
ისმება კითხვა: სად არის საპატრიარქო და მისი უდიდებულესობა ქართველი მრევლი,  რატომ არ აფიქსირებენ ისინი საკუთარ პოზიციას? რატომ არ  არისხებენ განგაშის ზარს? თუ ურმის გადაბრუნებას ელოდებიან?!
 
ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: