რა კავშირი აქვს ხარძიანისა და ვაზაგაშვილის მკვლელობებს პოლიტიკასთან?

რა კავშირი აქვს ხარძიანისა და ვაზაგაშვილის მკვლელობებს პოლიტიკასთან?

"ხარძიანის შემთხვევას, ისევე როგორც ვაზაგაშვილის მკვლელობას პოლიტიკასთან კავშირი აქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ შურისძიებასთან, ბიზნეს გარჩევასთან არის დაკავშირებული."-აღნიშნულზე  გია ხუხაშვილმა "მაესტროს" ეთერში ისაუბრა.

"ირაკლი კორძაიას განცხადება, შემდგომ მთავრობის აბსოლუტურად გაუგებარი შემოპასუხება, რა შუაში იყო მთავრობა ამ თემასთან დაკავშირებით ჩემთვის ცოტა გაუგებარია.  ამან ვითარების მორიგი ესკალაცია გამოიწვია. მთავრობას აქვს თმენის ვალდებულება, მას არანაირი განცხადება რა უნდა გაეკეთებინა საკითხის გარშემო, იმიტომ, რომ საქმე არის ძიებაში. საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გადაამოწმონ, აქვს თუ არა ამ განცხადებების გაკეთების საფუძველი კორძაიას. ეს არის ხელისუფლების მოვალეობა."- განაცხადა ხუხაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: