რაზე ისაუბრებენ ფრაქციების თავმჯდომარეები 15-წუთიან გამოსვლაში

რაზე ისაუბრებენ ფრაქციების თავმჯდომარეები 15-წუთიან გამოსვლაში

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ფრაქციების თავმჯდომარეები მიმართავენ. 11 გამომსვლელს 15-15 წუთი დაეთმობა.

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, იგი ეცდება, მისთვის გამოყოფილ დროში, ძირითად მიმართლებებზე საუბარი მოასწროს.

"უნდა ვისაუბრო ძირითად მიმართულებებზე, ძირითად პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, ამ პრობლემების ხედვაზე და მიდგომებზე, როგორც საშინაო პოლიტიკის, ასევე საგარეო პოლიტიკის ფორმატში.

ყველაფერს ამას, რასაკვირველია, 15 წუთში ვერ ილაპარაკებ ფართოდ, მაგრამ ძირითადი მიმართულებები და დამოკიდებულებები საკითხების მიმართ, უნდა იქნეს ხაზგასმული", - აცხადებს ვოლსკი.

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და პარტიის მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ისაუბრებს.

"ყურადღებას გავამახვილებთ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე, ასევე იმ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც დადგა ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს კოალიცია. გამახვილებული იქნება ყურადღება სახელმწიფო აღმშენებლობის საკითხებში იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელიც გააჩნია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას და არაფორმალური მართვის მოშლის აუცილებლობას", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ვიცესპიკერი გიორგი ბარამიძე პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვაზე უმრავლესობის უარს უპასუხისმგებლობას უწოდებს.

"ეს არის მთავრობის მხრიდან კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომლითაც მთავრობა გაურბის იმ პროცესს, რასაც ჰქვია ის, რომ მათ უნდა შეხედონ თვალებში ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას.

ჩვენს მოსახლეობას აქვს იმის უფლება სწორედ, რომ ამ დებატების დროს გაიგოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზების თაობაზე", - განაცხადა ბარამიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: