შორენა ბუხრაშვილი: "ცხოველების პატრონობის წესთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს"

შორენა ბუხრაშვილი: "ცხოველების პატრონობის წესთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს"

თბილისის მუნიციპალიტეტის საკებულოს, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ცხოველების მოვლა- პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ გადაცემა "იმედის კვირაში" გაჟღერებული ინფორმაცია ყოველგვარ საფუძვლს მოკლებულია.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ, გადაცემა "იმედის კვირაში" გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოსდა საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია, დაჩქარებული წესით აპირებს ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესში, ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდინებისა და ევთანაზიის გამოყენებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გარდა იმისა, რომ მე, გადაცემის ეთერში გასვლამდე პირადად ვესაუბრე ჟურნალისტს, გადაცემის მსვლელობის დროს, საკრებულოს პრესამსახურის ხელმძღვანელი იმედის კვირის პროდიუსერს დაუკავშირდა და საზოგადოების ზუსტი ინფორმირებისათვის ჩემი პირდაპირ ეთერში ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც მან უარი მიიღო.

მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას, რომ აღნიშნული პროექტი თბილისის მერიიდან საკრებულოში მიმდინარე წლის 2 მარტს შემოვიდა, რის შემდეგაც წარმომადგენლობით ორგანოში არაერთი სხდომა გაიმართა.

გარწმუნებთ, რომ გარემოს დაცვის ან სხვა რომელიმე კომისია, არც ერთ სხდომაზე არ შესულა აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისა და გადაწყვეტილების ინციატივით.

პირიქით, გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში მოწვეულ იქნა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შენიშვნები და რეკომენდაციები აუციელბლად იქნება გათვალისწინებული აღნიშნულ პროექტში.

ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესს ითვალისიწინებს, ჯერ არ დამტკიცებულა. შესაბამისად, აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული საკითხით გულწრფელად დაინტერესებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო არა მხოლოდ ძაღლების, არამედ თბილისის ტერიტორიაზე, ურბანულ გარემოში მცხოვრები ყველა ცხოველის უფლებებს თანაბრად იცავს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა აქვე განვმარტო, რომ წესი, რომელიც საკრებულომ უნდა მიიღოს, ძველი წესის გაუქმებას განაპირობებს , რომლის საკრებულოს მიერ დამტკიცებაც 2012 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება. მინდა შევახსენო ჩემს ყოფილ კოლეგას, ქალბატონ ინგა გრიგოლიას, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც იგი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახლდათ.

დოკუმენტი ერთხამდ, ოცდატოთხმეტი ხმით არც ერთის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული."-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: