რა ჯარიმები დაუწესდებათ მოქალაქეებს ღამე ხმაურის გამო?

რა ჯარიმები დაუწესდებათ მოქალაქეებს ღამე ხმაურის გამო?

რა ჯარიმები დაუწესდებათ მოქალაქეებს ღამე ხმაურის გამო?  დედაქალაქის საკრებულოში მომზადებული პროექტი, რომელიც დადგენილ ნორმატივზე მეტ ხმაურზე ადმიისტრაციულ ჯარიმებს აწესებს, განსახილველად პარლამენტში შევიდა.


დაგეგმილია ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და კოდექსისათვის ახალი მუხლის დამატება.

პროექტის მიხედვით, "ხმაური, დღის საათებში, რომლის დონე დადგენილ ნორმატივს აღემატება, თავისი ხასიათით არის განგრძობადი და შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს პირის ჯანმრთელობაზე ან საყოფაცხოვრებო პირობებზე - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის და დაწესებულების - 500 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი ღამის საათებში - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარით, იურიდიული პირის და დაწესებულების - 1000 ლარით. ამასთან, აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარინებას აღნიშნული ჯარიმების ორმაგი ოდენობით".

"დღის საათებად" ითვლება დროის მონაკვეთი 07:00 საათიდან 23.00 საათამდე, ხოლო "ღამის საათებად" - დროის მონაკვეთი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური, მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, სხვადასხვა დაავადებებათა წყაროს წარმოადგენს. მაგალითად, 100 დეციბელზე მაღალი ინტენსივობის ხმაური იწვევს სმენის დაქვეითებას, სრულ სიყრუემდე. ღამით, 50 დბ ინტენსივობის ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადადება. 42 დბ ინტენსივობის ხმაური ავითარებს უძილობას, ხოლო 35 დბ ხმაური საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი ადვილად გაღიზიანებადი გახდეს. ხმაური, ძილის დროსაც კი, იწვევს სისხლში ისეთი სტრესული ჰორმონების დონის მატებას, როგორიცაა: კორტილოზი, ადრენალინი, ნორადრენალინი", - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ერთვის თან.

ხმაურის დასაშვები ნორმატივები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, მაგრამ ნორმატივების დარღვევისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: