ირაკლი ალასანია ფაქტებს ასაჯაროებს - "ცუდად მიცნობენ"

ირაკლი ალასანია ფაქტებს ასაჯაროებს - "ცუდად მიცნობენ"

"თავისუფალი დემოკრატები" ე.წ. კაბელების საქმეზე და საფრანგეთში საქართველოსა და საფრანგეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე მომზადებულ ფილმს ავრცელებენ.

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი,ირაკლი ალასანია საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე დოკუმენტის ხელმოწერის წინ განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად ყვება.

"28 ოქტომბერი თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში იმყოფება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერისთვის ემზადება. ხელმოწერამდე რამდენიმე საათია დარჩენილი როდესაც ირაკლი ალასანიასთან თბილისიდან ირეკება. ხაზზე უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელი მდივანი მინდია ჯანელიძეა. ჯანელიძე ალასანიას დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავის შეკავებას სთხოვს.

"ვიკითხე რა იყო ახალი გარემოება, რამ მიაღებინა პრემიერს ეს გადაწყვეტილება, (პრემიერის სახელით მელაპარაკებოდა) ვერ ამიხსნა, მე მას ვთხოვე რომ მიბრუნებულიყო პრემიერთან, ვინაიდან მე ვცადე დაკავშირება და დაკავებული იყო როგორც ამიხსნეს. მე ვთხოვე რომ მისულიყო მასთან და აეხსნა რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. მიბრუნდა 10-15 წუთში გადმომირეკა და მითხრა: არა, უნდა მოძებნოთ გონივრული გამოსავალი და არ მოაწეროთ ხელი. მე ვუთხარი, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი ეს არის, რომ ხელი მოეწერება მემორანდუმს ..." აღნიშნულ ფილმში ასახულია ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფოტოებიც.

ფილმი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით სრულდება: "ცუდად მიცნობენ"- აცხადებს ირაკლი ალასანია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: