ზურაბ აბაშიძე: ევროპელი კოლეგების ცალსახა რჩევაა, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგი აუცილებლად გაგრძელდეს

ზურაბ აბაშიძე: ევროპელი კოლეგების ცალსახა რჩევაა, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგი აუცილებლად გაგრძელდეს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მას ბრიუსელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დიალოგის გაგრძელება ცალსახად ურჩიეს.

"ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალიან ყურადღებით და გაგებით ადევნებენ ამას თვალს და მათი ცალსახაა რჩევაა, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდეს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ვითარება და რაოდენ პრობლემატურიც არ უნდა იყოს ზოგადად, პოლიტიკური ფონი, და დიპლომატიური არხები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა აბაშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: