Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
2-04-2015, 11:50
ნანახია: 643

პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი ალასანიას დაკითხვას საჭიროდ არ თვლის

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი ალასანიას დაკითხვას საჭიროდ არ თვლის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოძიება უკან არაფერზე დაიხევს, აღნიშბულზე შოთაძემ  "მაესტროს" ეთერში ისაუბრა.

"ამ ეტაპზე სასამართლოში წარიმართა იმ ხუთი ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ბრალდებულის სახით არინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი. თუმცა, გრძელდება გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებზე სახელმწიფო თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე. რაც შეეხება ალასანიას დაკითხვას, ჩვენი ტაქტიკით, ამ შემთხვევაში არ საჭიროებდა კონკრეტული ბრალდებულების საქმეზე ირაკლი ალასანიას მოწმის სახით დაკითხვა. თუ დაცვის მხარე და ბრალდების მხარე მიზანშეწონილად თვლიდნენ, რომ მოწმის სახით გამოეკითხათ ირაკლი ალასანია, მაშინ შეეძლოთ ირაკლი ალასანია გამოეკითხათ და შემდგომში მოეწვიათ სასამართლოზე მოწმის სახით. ჩვენთვის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო საჭირო ალასანიას დაკითხვა, თუ საქმეს დასჭირდება, გამოძიება უკან არ დაიხევს",- განაცხადა შოთაძემ .

 


Bookmaker with best odds http://wbetting.co.uk review site.
სხვა ამბები