ჯუმბერ კირვალიძე: "პოლიტიკური ვაკხანალია" გაგრძელდება!!!

ჯუმბერ კირვალიძე: "პოლიტიკური ვაკხანალია" გაგრძელდება!!!

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე მიიჩნევს, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის შეუსაბამობისა და პიროვნული შუთანხმლებლობა იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყოვალთეო და პირდაპირი არჩევნების გზით იქნა არჩეული, რაც მას მაღალ ლეგიტიმაციას ანიჭებს. კირვალიძის განმარტებით, აღნიშნული    საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმას ეწინაღმდეგება, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფის.

"საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდნენ და გაძლიერდნენ პოლიტიკური პარტიები! დიახ, უნდა დაიწყოს პროფესიონალური, დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიების მშენებლობა, რაც ასე აკლდა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოს, რის შედეგადაც უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში! ახლა, თვისობრივად სხვა დრო დგება! საქმე ის არის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში, აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) პირველი პირი არის პრემიერმინისტრი და არა პრეზიდენტი, ხოლო, როგორც წესი ამ პოსტს იკავებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, ან პარტიათა კოალიციის თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, განუზომლად იზრდება პოლიტიკური პარტიის როლი, თუ რამდენად ძლიერი, მობილიზებული და პროფესიონალი კადრებით იქნება იგი დაკომპლექტებული.

საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში, სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრებისათვის ჭირდება 4-5 კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება, მეტი პოლიტიკური და საკადრო რესურსი და რეზერვი ქვეყანას არცა აქვს და აქეთ უნდა იყოს მიმართული საქართველოს მცირერიცხოვანი, კვალიფიცირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალისხმევაც, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებშია!

მიმაჩნია, რომ დღეს არსებული კონსტიტუციური და პიროვნული შეუთანხმებლობის თუ შეუსაბამობის მიზეზი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არჩეულ იქნა საყოველთაო და პირდაპირი არჩევნების გზით, რაც მას ანიჭებს მაღალ ლეგიტიმაციას, ეს კი, პრინციპში ეწინააღმდეგება საპარლამენტო რესპუბლიკის მართველობის ფორმას, საითაც საქართველო მიისწრაფის! ამიტომ, მომავალში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით, უნდა იქნას გაუქმებული!

გარდა ამისა, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის გასაძლიერებლად, რაც დემოკრატიული განვითარების პროცესებს დააჩქარებს საქართველოში, აუცილებელია მაჟორიტარული წესით არჩევნებზე უარის თქმაც, მეტიც, თავად პარლამენტის წევრთა დღეს არსებული რაოდენობაც შესამცირებელია, 150 – დან 120 – მდე (ფინანსებიც დაიზოგება!)!  მაგალითისთვის, ისრაელის პარლამენტში (ქნესეთი) 120 დეპუტატია პროპორციული წესით არჩეული და არა მგონია, რომ ქართველებს უფრო მეტი კვალიფიციური პოლიტიკოს–კანონმდებელი გვყავდეს, ვიდრე ებრაელებს!

ასე რომ, საპარლამენტო რესპუბლიკის მართველობის შემოღება–დამკვიდრებისათვის მიმაჩნია, რომ გატარებული უნდა იქნას ზემოთ მოყვანილი ცვლილებები, ქვეყნის კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში! წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს არსებული "პოლიტიკური ვაკხანალია" გაგრძელდება, რაც დიდად დააზიანებს და შეაფერხებს, საქართველოს სახელმწიფოებრივ და დემოკრატიულ განვითარებას!!! განაცხადა კირვალიძემ.

 

 წყარო:http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=27527

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: