გია ჟორჟოლიანი: მომავალ თაობებს არ უნდა დავურღვიოთ ის ჰარმონია, რომელიც ჩვენს ბუნებას აქვს

გია ჟორჟოლიანი: მომავალ თაობებს არ უნდა დავურღვიოთ ის ჰარმონია, რომელიც ჩვენს ბუნებას აქვს

საჭიროა გააქტიურდეს თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის  წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმდომარემ, გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა. 

"ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალ თაობებს არ დავურღვიოთ ის ჰარმონია, რომელიც ჩვენს ბუნებას აქვს. ამავდროულად ჩვენ ძალიან აქტიურად მოგვიწევს თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის, ცხადია და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: