ჯონი გიგანი: ბესო ხარძიანს პირველ რიგში გია უდესიანი უნდა მოეკლა, მაგრამ არ უნდოდა, სამართალს ეძებდა

ჯონი გიგანი: ბესო ხარძიანს პირველ რიგში გია უდესიანი უნდა მოეკლა, მაგრამ არ უნდოდა, სამართალს ეძებდა

ბიზნსმენი ჯონი გიგანი ბესო ხარძიანთან დაკავშირებით "კვირის ქრონიკასთან" საუბრობს და აცხადებს, რომ  ხარძიანს ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში, გია უდესიანი უნდა მოეკლა.

"ხარძიანს ძალიან ახლოს ვიცნობდი, ბავშვობიდან ერთად დავფრთიანდით. ბიზნესში ცალ-ცალკე ვიყავით, მაგრამ როცა ციხეში იყო, როგორც შემეძლო, გვერდში ვედექი. ამ გარეწარმა უდესიანმა ჯერ მოსასმენი აპარატი ჩაუდო, მერე კი ჰეროინი ჩააყარა პირში. დღე და ღამე სცემდნენ, ამ ყველაფრის მომსწრე ვარ. ბესოს ძმაც შეშინებული ჰყავდათ, ისე სცემეს და შეაშინეს, განცხადებაც კი ვერ დაწერა პროკურატურაში, ერთი პროცენტი მაინც იყო შანსი, რომ გამოძიება დაიწყებოდა. ქონება ტერორით გადააფორმებინეს ოჯახს, ტერორით დააქციეს მთელი ოჯახი და ყველა გააუბედურეს. ბესო ხარძიანი ციხიდან რომ გამოვიდა, პირველ რიგში, გია უდესიანი უნდა მოეკლა, მაგრამ არ უნდოდა, სამართალს ეძებდა. ჩვენ არ გვინდა შურისძიება, არც ერთს არ გვინდა, ის გავაკეთოთ, რაც ამათ დაგვმართეს. უდესიანმა პირადად ესროლა თუ არა ბესო ხარძიანს, რა მნიშვნელობა აქვს, რაც მას გაუკეთეს, ეს არ არის საკმარისი, რომ დააპატიმრონ? ის არ არის საკმარისი, მე რომ მესროლა? მე რომ დღეს ამაზე ვყვირი, ხელისუფლებას არ რცხვენია?

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: