რა კითხვები აქვს ოპოზიციას მთავარ პროკურორთან?

რა კითხვები აქვს ოპოზიციას მთავარ პროკურორთან?

მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარების საკითხს კანონმდებლები მიმდინარე სასესიო კვირას უყრიან კენჭს, სავარაუდოდ პარასკევს, რადგან მთავარი ინიციატორები - თავისუფალი დემოკრატები დღეს ე.წ. კაბელების პროცესის გამო სხდომას არ დაესწრებიან. ისინი გიორგი ბადაშვილის, არა კომიტეტზე, არამედ სესიაზე მისვლას ითხოვენ.

 

ინიციატივას ნაციონალური მოძრაობაც უჭერს მხარს, განსხვავებით უმრავლესობისგან. საპარლამენტო ოპოზიციას შეკითხვები პროკურატურაში ახლად შექმნილ საგამოძიებო სტრუქტურასთან დაკავშირებით აქვს.

 

ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლით ძებნის შეწყვეტის შემდეგ კი ოპოზიცია იუსტიციის ყოფილი მინისიტრის საქმეზეც აპირებს შეკითხვებს დასმას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: