Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
15-04-2015, 12:31
ნანახია: 1025

ირაკლი სესიაშვილი: ინტერპოლს ჰქონდა  უფლება ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსი მოეხსნა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა გაერკვევა დეტალებში და მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

"მიუხედავად იმისა, რომ ადეიშვილის მიმართ საკმაოდ სერიოზული ბრალდებებია წარდგენილი, აქ არის ერთერთი ბანკის გაკოტრება, "იმედის" წართმევა მეპატრონისთვის, როგორც აღმოჩნდა მან ლტოლვილის სტატუსი მიიღო. შესაბამისი წესების მიხედვით, ინტერპოლს ჰქონდა იმის უფლება რომ ის მოეხსნა, ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლები გაერკვევიან საკითხში და შემდეგ უკვე გვექნება დამატებითი ინფორმაცია,"-განაცხადა სესიაშვილმა.

2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი.