ოთარ კახიძე: ერეკლე კოდუა ინტერპოლის დევნილთა სიიდან არ ამოუღიათ

ოთარ კახიძე: ერეკლე კოდუა ინტერპოლის დევნილთა სიიდან არ ამოუღიათ

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადეიშვილი ლტოლვილის სტატუსის გამო არ ამოუღიათ ინტერპოლის მიერ დევნილთა სიიდან.

 

კახიძის თქმით, ძებნილთა სიიდან ადეიშვილის ამოღების მიზეზი პოლიტიკური დევნის მაღალი ალბათობა გახდა.

"ლტოლვილის სტატუსის გამო ადეიშვილის ძებნის შეწყვეტის შესახებ განცხადებები კეთდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რათა დაამშვიდონ, გაბრაზებულია პროკურორებზე. მინდა, ვუთხრა ბიძინას, რომ ატყუებენ. ერეკლე კოდუას ლტოლვილის სტატუსი აქვს, მაგრამ ინტერპოლის დევნილთა სიიდან არ ამოუღიათ. ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური მოტივაციის საქმეზე. ამ შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილის საქმეზე დადგინდა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას. ჩვენი წერილები, რომელსაც ინტერპოლს ინტენსიურად ვაწვდიდით, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: