გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ხვალ, 17 ნოემბერს 5 წელის სესრულდება, რაც გამოჩენილი ქართველი მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა.


გარდაცვალების 5 წლისთავთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თაოსნობით, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, თბილისის სამეფო უბნის თეატრში, გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების მიხედვით, დუშეთის სახალხო თეატრი   საქველმოქმედო სპექტაკლს ,,შემინახე დედაო მიწავ" გამართავს.


სპექტაკლი 18.00 საათზე დაიწყება, რომელსაც ქართული კინოსა და თეატრის მსახიობები  გოდერძი ჩოხელის მეგობრებთან ერთად დაესწრებიან და კიდევ ერთხელ   მიაგებენ პატივს მის ხსოვნას.
საქველმოქმედო სპექტაკლიდან შემოსული თანხა სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობას მოხმარდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: