Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
20-04-2015, 17:52
ნანახია: 1169

ალასანიას მითები საოცარ ხელშეკრულებებზე

გადაცემა 2030 -ში ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას შესახებ ისაუბრა, მისი თქმით, ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება, რომ უკვე რაღაც პოლიტიკური სვლებისთვის ემზადებოდნენ.

 

„ისინი, უბრალოდ, ემზადებოდნენ პოლიტიკური სვლებისთვის. შემდეგი სვლები გაიხსენეთ მათი, განცხადება თითქოს ევროატლანტიკური კურსი შეიცვალა, ყველა მთელი ნაბიჯები დიდ ეჭვებს ბადებს, რომ გაპოლიტიზირება იყო იმ პროცესების, რაც თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა,"-განაცხადა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოგონილი ამბავი იყო, "თითქოს ირაკლი ალასანია სადღაც და საოცარ ხელშეკრულებას აწერდა ხელს და საქართველო გადარჩებოდა ამით. ამ დროს თურმე, არაფერ ხელშეკრულებას არ აწერდა ხელს. საფრანგეთის ელჩიც გამოვიდა, რაღაც პირობებზე და განხილვაზე იყო საუბარი." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.